ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან 03.11.2019

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან

2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და საქართველოს 10 უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ლია ჭიღლაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  საერთაშორისო სამართლის სილაბუსის შემუშავების პროცესში  აქტიურად თანამშრომლობდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე. 
ამავე შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია (ავტორები; ალექსანდრე დევიძე გიორგი მირიანაშვილი), რომელიც შემუშავებულია  აღნიშნული სილაბუსის თემატიკის მიხედვით და შეიცავს ამონარიდებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან, სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მუხლებს, სავარჯიშო კაზუსებსა და კითხვებს.
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ბიბლიოთეკასა და  ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან 10.06.2019

სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში  სტუდენტური მხარდაჭერისა დ...

ვრცლად
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ სალექციო კურსს 23.10.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ სალექციო კურსს

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ "...

ვრცლად