ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე,- "ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები". ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. მიღებული ინფორმაცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები.
შეხვედრაზე განიხილეს თემები:
· როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში
· როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას
· როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან
· როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია
მსგავსი სიახლეები
ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად