25.04.2020
დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ.
აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები
2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცე...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ონლაინ ვორკშოპში - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“
25 და 26 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა...
ვრცლად