სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 09.07.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 


თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote 15.03.2021

DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote

DAAD-ის ორგანიზებით 24 მარტს 12:00-15:00 სთ, 18:00-21:00 სთ (თბილისის დროით) გა...

ვრცლად
ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის 15.03.2021

ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის

ჩეხეთის სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022  წლსთვის  გამოყო  სტიპენდიები&nb...

ვრცლად