სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 09.07.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 


თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი 18.06.2018

2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი

2018 წლის 22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში" თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის...

ვრცლად
ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ 30.09.2019

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტი მ...

ვრცლად