საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 02.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება 19.12.2019

ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება

2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“  ორ...

ვრცლად
პირველკურსელების ექსკურსია ყინწვისში 16.10.2019

პირველკურსელების ექსკურსია ყინწვისში

თბილისის ჰუმანიტარულის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა...

ვრცლად