ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან 13.11.2020

ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან

2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან.

 

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.

 

უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან.

 

ამჯერად შეხვედრის თემა იყო: პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები ქვემო ქართლის ბიზნესის და განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესისთვის.

 

ლევან ჟვანიამ საინტერესოდ ისაუბრა ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე; უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომი შეხვედრა ქვემო ქართლის ტურისტულ ობიექტებზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe (2021-2027) ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს პირველ საგრანტო კონკურსს (Starting Grants) 01.03.2021

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe (2021-2027) ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს პირველ საგრანტო კონკურსს (Starting Grants)

გრანტები განკუთვნილია დამწყები მკვლევრებისთვის, რომელთაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 2-7 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  გა...

ვრცლად
ჰორიზონტი ევროპა - საინფორმაციო დღე 26.05.2021

ჰორიზონტი ევროპა - საინფორმაციო დღე

ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 მაისს 13:00-17:00 სთ-ზე გამართავს ევროკავშირის ჩარჩ...

ვრცლად