მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე 25.11.2020

მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე

თბილისის ჰუმანიტრული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორები: აფილირებული ასოცირებული პროფესორი ირინა ბენია, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი თამარ საჯაია, ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე 20-22 ნოემბერს ვირტუალურად მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესისა და ორგანიზაციის მესამე საერთაშორისო კონფერენციის (3rd Economics, Business & Organization Conference - EBOR Conference https://www.eborconference.com)  მუშაობაში. 


კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენება თემაზე: „სოციალური მედიის ზეგავლენა ადგილის ბრენდინგზე: სოციალური მედიის გამოყენება შიდა ქართლის რეგიონში“ (The Impact of Social Media on Destination Branding: The Case of Using Social Media in Georgian Region Kvemo Kartli).


ნაშრომი წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული შიდა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შუალედურ შედეგს. ნაშრომმა მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. მომხსენებლებმა უპასუხეს შეკითხვებს.


ნაშრომი დაიბეჭდება დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021 12.08.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ვრცლად
ლექცია: გზა სტუდენტობიდან აუდიტორული კომპანიის მმართველობამდე და აუდიტორის პროფესიული ეთიკა 05.04.2024

ლექცია: გზა სტუდენტობიდან აუდიტორული კომპანიის მმართველობამდე და აუდიტორის პროფესიული ეთიკა

ინფორმაცია ტრენერის შესახებ 14 წლიანი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ აუდიტში, ბუღალტერიისა და კერძო ბიზნესების პროფესიული კონსულტირების მიმართულებით. ს...

ვრცლად