გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 03.12.2020

გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებული, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე. 

 
საჯარო ლექცია, „გენოციდი,-The Crime of Crimes“, ძირითადად მოიცავდა  საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპებს, მათ შორის, პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რუანდის გენოციდსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.
 
ონლაინ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დასასრულს გაიმართა დისკუსია და ყველა მონაწილეს დაეგზვანა ორენოვანი სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

პორტუგალიელი პროფესორის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში 25.05.2021

პორტუგალიელი პროფესორის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში

2021 წლის 10 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვ...

ვრცლად
სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს 16.05.2022

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს

მოსამართლის დღესთან დაკავშირებით,

ვრცლად