24.06.2017
სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23 ივნისის სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სამი ახალი - მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის, ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე. აკრედიტებულ პროგრამებზე მიღება დაიწყება მომავალი სასწავლო წლიდან.