
საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.
2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას წარუძღვა ოფისის დირექტორი, ლევან ხეცურიანი. ღონისძიებას დაესწრო აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და რექტორი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის ჩართვა „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულ საპარტნიორო ქსელში და მისი ინფორმირება საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.
ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ეროვნული ოფისის მიერ 2025 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროგრამები, მათ შორის თემატური ტრენინგები და კონსულტაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შემდგომ აქტიურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.
მსგავსი სიახლეები
DAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლევადიან (1-6 თვე) კვლევით სტიპენდიაზე ახალგაზრდა მეცნიერთათვ...
ვრცლადონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა
2020 წლის 15 მაისს 17:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“
2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემ...
ვრცლად