
სამეცნიერო კონფერენცია სამართალში!
"სამეცნიერო კონფერენცია სამართალში"
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური. კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება ბეჭდური სახით. კონფერენციაზე წარმოსაგენი ნაშრომი უდნა ეხებოდეს სამართლის აქტუალურ საკითხებს; კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი თჰუ სამართლის ფაკულტეტის საპროფესოროში უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 1 მაისამდე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდე A4 ფორმატის 10 გვერდს. რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული ვარიანტი Microsoft Word-ის ფორმატში (რომელშიც მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია); შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.
კორფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომების სამ ავტორს სპეციალური პრიზები, რომელსაც გამოავლენს შესაბამისი კომისია;
კონფერენცია ჩატარდება: 2018 წლის 15 მაისს 15 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.
მისამართი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N31
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა საერთაშორისო მე-13 კონფერენცია „სტუდენტური სამეცნიერო კვლევების მრავალმხრივობა “
2024 წლის 6 ივნისს პოლონეთის “The Mazovian University” ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო მე-13 კონფერენცია „სტუდენტური სამე...
ვრცლადმეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 13-14...
ვრცლად