
„სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო 2025“
2025 წლის 30 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა „სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო-2025“ .
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თჰუ-ს ქართველი და უცხოენოვანი სტუდენტები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მხატვრულ-შემოქმედებითი პროგრამით, ლექსებს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ცეკვები, სიმღერები ქართულ და აზარებაიჯანულ ენებზე. შემოქმედებით საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა სამართლის პროგრამის ლექტორმა პროფესორმა არჩილ ლორიამ.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა ქართული და ინგლისურენოვანი მადლობის სიგელები.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,
სტუდენტთა თვითმმართველობა
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკა...
ვრცლად27- 29 აპრილს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია
27- 29 აპრილს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია 2021 Health and Well-being of the Society Present Challenges and Vision...
ვრცლადტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება
2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“ ორ...
ვრცლად