პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“ 03.08.2025

პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“

შემოგვიერთდი და გახდი ცვლილების ნაწილი!

 

 

2025 წლის 9 აგვისტოს, პროექტიგახდი ბუნების მეგობარი ფარგლებში  გაიმართება გარემოს დასუფთავების ღონისძიება,  უჯარმის ციხისა და მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე. ღონისძიება ტარდება „კრედობანკის“ მხარდაჭერით.

 

     ღონისძიების მიზანია:

* კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოსისტემის დაცვა;
* ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის მოტივაცია და მოხალისეობის სულისკვეთების გაზრდა;

* საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ღირებულებების შესახებ!

ლოკაცია: უჯარმის ციხე და მიმდებარე ტყე!
დასაწყისი: 12:00 | დაბრუნება: დაახლოებით 17:00
შეკრების ადგილი: თბილისი, ვახტანგ მე-6 N22 (ავლაბრის მეტროს უკან)

 მონაწილეებისთვის დაგეგმილია:

* ეკო-ვიქტორინა და TikTok ვიდეო კონკურსი;

* ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების საჩუქრები;
* სერთიფიკატები ყველა მონაწილისათვის;

* პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება;

 გათამაშდება 30 ბრენდირებული ნივთიეკო ჩანთები, მრავალჯერადი გამოყენების თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები და სხვა საინტერესო სიურპრიზები!
გამარჯვებული TikTok ვიდეოები გამოქვეყნდება სოციალურ ქსელებში.


მონაწილეობის მიღება თავისუფალია:
რეგისტრიციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:  
https://docs.google.com/…/1FAIpQLSfwt0otqz0Z8gOv…/viewform…
რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 აგვისტო!

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურებთ წარმატებას!

 

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 13.05.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლ...

ვრცლად
თჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 24.04.2018

თჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს  სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერ...

ვრცლად