
სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია
არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!
2025 წლის 20 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია.
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.
თეზისის გაფორმების მოთხოვნები:
- თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com
საკონტაქტო პირი
ლია ჭიღლაშვილი - მობ. 5 77 77 80 24
კონფერენციის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს
https://forms.gle/d4knBveUTLBQJiyd6
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“
2020 წლის პირველ ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკა...
ვრცლადთჰუს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე
„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ეგიდით და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უ...
ვრცლად