
I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა
უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე
ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის,
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად,
2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით პორტალზე socreg.mes.gov.ge
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ოქტომბერი.
რეგისტრაციის და განცხადების წარდგენის ინსტრუქცია.
გაეცანით:
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის N303 დადგენილებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 25 აგვისტოს N1019487 ბრძანებას
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი კატეგორიების მიხედვით:
სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები, უნდა ატვირთონ:
მშობლის სახელზე გაცემული ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ.
ან
სტუდენტის სახელზე გაცემული ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ.
სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, უნდა ატვირთონ:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით,
უნდა ატვირთონ:
ცნობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნდა ატვირთონ:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ,
უნდა ატვირთონ:
ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი სწავლობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სტუდენტები, რომლებიც თავის ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში,
უნდა ატვირთონ:
ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან/აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წელი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტში.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,
უნდა ატვირთონ:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,
უნდა ატვირთონ:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები,
უნდა ატვირთონ:
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი.
სტუდენტები, რომლებიც არიან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები,
უნდა ატვირთონ:
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები,
უნდა ატვირთონ:
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები,
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვალების თაობაზე.
სტუდენტები, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები,
უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ სამხედრო მოსამსახურე (სტუდენტი) არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების შვილები,
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსხურის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურე არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები,
უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების თაობაზე.
სტუდენტები, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი,
უნდა ატვირთონ:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მოპოვებული ჰქონდა რეპატრიანტის სტატუსი.
სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება),
უნდა ატვირთონ:
- დაბადების მოწმობა;
- დედ-მამის გარდაცვალების მოწმობები;
ან
სასამართლო გადაწყვეტილება მშობლის/მშობლების გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
ან
დედის გარდაცვალების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება დედის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება;
ან
სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სტუდენტის დაბადების მოწმობის მშობლების გრაფაში მითითებული ინფორმაცია.
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
უნდა ატვირთონ:
სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2) ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
უნდა ატვირთონ:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში,
უნდა ატვირთონ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ პირი იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები,
უნდა ატვირთონ:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა, არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული განცხადების წარმოდგენიდან), რომელშიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, პირის ძირითად დიაგნოზად მითითებულია განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0; F84.1; F84.2; F84.3; F84.4; F84.5; F84.8; F84.9. და ასევე დიაგნოზის დასმისას გამოყენებულია შემდეგი ტესტები:
- აუტიზმის შესაფასებელი ინსტრუმენტი (ADOS ან/და ADI-R);
- ინტელექტის შესაფასებელი ინსტრუმენტი (WAIS-IV - Wechsler Adult Intelligence Scale, 4th edition ან/და WNV - Wechsler Nonverbal Scale of Ability ან ზრდასრულთა ინტელექტის შესაფასებელი ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტი);
- ადაპტური ფუნქციონირების შესაფასებელი ინსტრუმენტი (მაგ., Vineland - 2, Vineland Adaptive Behavior Scales, II edition ან ABAS-3 - Adaptive Behavior Assessment System Third Edition).
სტუდენტების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, კატეგორიისადმი კუთვნილება დასტურდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.
სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა" პროგრამის, "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით" ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები",
- სოციალური პროგრამის ფარგლებში, მათი კატეგორიისადმი კუთვნილება დასტურდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, რომ სტუდენტი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა" პროგრამის, "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით"ქვეპროგრამის ბენეფიციარი ბოშა მოზარდი".
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია
2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის...
ვრცლადსაჯარო ლექცია, თემა “საბაჟო პროცედურების სიმარტივე და ბიზნეს გარემო”
2023 წლის 14 დეკმებერს, 14 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: “საბაჟო პროცედურები...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული...
ვრცლად