თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე 08.05.2018

თჰუმ დააფინანსა და გახდა პარტნიორი პროექტის - კულტურა საზღვრებს გარეშე

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა  და ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით, 10 მაისიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით, განხორციელდება პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე". აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრორექტორი კახი ყურაშვილი და პროექტის მენეჯერი ალექსანდრე გრიგალაშვილი.
 
პროექტის „კულტურა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. ადგილობრივი პედაგოგები მოისმენენ და შემდგომში მოსწავლეებს გაუზიარებენ კვალიფიციური მომხსენებლების - მეცნიერების, ხელოვანების და მწერლების ლექციებს მიმდინარე წლის საიუილეო თარიღებთან დაკავშირებით:
 
• საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი; 
• ქართული მწერლობა და ხელოვნება 1918-1921; 
• ალ. ყაზბეგის, კ. გამსახურდიას, ო. ჭილაძის, ა. ბაქრაძის, ნ. დუმბაძის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ლექციები;
•  მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით;
• ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმების ჩვენება;  
• გაიმართება მუსიკალური კონცერტები  ადგილობრივი ანსამბლების და დედაქალაქიდან ჩასული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.
 
პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. 
 
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისათვის შერჩეულ სოფლებში  (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია,  მერეთი), არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით და  განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს და შემეცნებით ღონისძიებებს.
 
ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა  კომპანიის  ჩართულობით, მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება - სივრცის, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.
 
პროექტის პარტნიორები: შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი; შპს „გამომცემლობა პალიტრა L“; შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“; შპს „ნოვა“; შპს „ციტადელი“; შპს „დომინო“.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ! 30.08.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...

ვრცლად
საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის 22.02.2021

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის

2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთა...

ვრცლად
სტუდენტთა საერთაშორისო მე-13 კონფერენცია „სტუდენტური სამეცნიერო კვლევების მრავალმხრივობა “ 14.06.2024

სტუდენტთა საერთაშორისო მე-13 კონფერენცია „სტუდენტური სამეცნიერო კვლევების მრავალმხრივობა “

2024 წლის 6 ივნისს პოლონეთის “The Mazovian University” ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო მე-13 კონფერენცია „სტუდენტური სამე...

ვრცლად