
თჰუსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის პრორექტორმა კახი ყურაშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ. მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3
2021 წლის 25 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტზე დისტანციური ფორმით ჩატარდა სტუდენტთა სა...
ვრცლად