
თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად ჩართული არის გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის (GIZ) პროგრამის – „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ პროექტში, რომლის მიზნიცაა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მართლმსაჯულების ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს გაძლიერება. კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების სტრატეგიების, სამართლის ცალკეული სფეროების, სამართლებრივი კონსულტაციისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოება. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის სახელით "ევროკავშირის სამართლის სილაბუსების მომზადების პროექტში" მონაწილეობას ღებულობს ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე.
მსგავსი სიახლეები
შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში
2016 წლის 20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის...
ვრცლად