საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება 28.02.2019

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
▪️ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
▪️ მაგისტრატურის სტუდენტებს;
▪️ დოქტორანტურის სტუდენტებს;

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა:
▪️ მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0);
▪️პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.

თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 1-დან 31 მარტის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე N 22 აუდიტორიაში.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge/ 

 

მსგავსი სიახლეები

 ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვა". 31.10.2022

 ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვა".

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით  27 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაც...

ვრცლად
სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა 26.11.2022

სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა

  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 14:00 საათზე  &nbs...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.08.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად