სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში 18.04.2019

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 14 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ტურიზმის პროგრამის მოწვეულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა წიკლაურმა. პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ტურის მიზანი იყო თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრება. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკლდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია. მსგავსი მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 19.05.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის...

ვრცლად
სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი II ტრენინგი 20.02.2023

სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი II ტრენინგი

2023 წლის 10 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პარტნიორმა ორგანიზაცია "იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფმა" ერთობლივი პროექტის...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები 24.05.2016

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები

ვრცლად