აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის 22.11.2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის

ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა      ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის 

,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამისIV ეტაპის განხორციელებას იწყებს!

 

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

  • ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;

  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები სტუდენტები);

  • ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

 

თანადაფინანსება განსაზღვრულია: 

  • 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე);

  • 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% და მეტი);

  • 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში.

 

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ. ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

 

განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).

 

საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

განცხადებების  მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
http://abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE/news/8462/ge

 

პატივისცემით,
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური (ოთახი N 5)

მსგავსი სიახლეები

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge 29.03.2021

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge

COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკ...

ვრცლად
დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 25.04.2020

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლე...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში! 04.05.2020

სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!

2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმ...

ვრცლად