სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში! 04.05.2020

სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!

2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

 
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი  16 მარტიდან ახორციელებს ონლაინ სწავლებას. სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლების გამოწვევებზე. გამოთქვეს მოსაზრებები საგაზაფხულო სემესტრის შუალედური, დასკვნითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო ნაშრომების ონლაინ დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. 
 
სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა გარემოების გამო წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩართვას  უნივერსიტეტი მათ შესთავაზებს სწავლების ალტერნატიულ გზას, ინდივიდუალური გეგმით, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძლონ სასწავლო პროცესის დასრულება  გონივრულ ვადაში.

მსგავსი სიახლეები

DAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის 10.06.2021

DAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლევადიან (1-6 თვე) კვლევით სტიპენდიაზე ახალგაზრდა მეცნიერთათვ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 12.04.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)

ვრცლად