სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 09.07.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 


თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია 24.04.2023

საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია 2023 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროინტეგრაციული ეკონომიკური მექანიზმები და...

ვრცლად
თავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები" 04.07.2022

თავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები"

ივლისს, 18:00 საათზე, ორგანიზაცია "ახალგაზრდა განათლების ომბუდსმენი" გთავაზობთ შეხვედრას, თემაზე: " შრომის სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები&q...

ვრცლად