
გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებული, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.
საჯარო ლექცია, „გენოციდი,-The Crime of Crimes“, ძირითადად მოიცავდა საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპებს, მათ შორის, პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რუანდის გენოციდსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.
ონლაინ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დასასრულს გაიმართა დისკუსია და ყველა მონაწილეს დაეგზვანა ორენოვანი სერტიფიკატი.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ ლექცია თემაზე: ბუნებასთან ახლოს - ჩამდინარე წყლების გაწმენდა ბუნებრივ გარემოში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 28 მაისს, 11:00-სთ-ზე ჩატარდება ონლაინ ლექცია თემაზე: „ბუნებასთან...
ვრცლადხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group - სა და Tbilisi Humanitarian University - ს მიერ.
2022 წლის 24 ნოემბერს, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Gr...
ვრცლად