
აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში
თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თემის ელჩების“ - ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი: „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“.
პროექტი მოიცავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოს სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართ. და ინგლ.) სერტიფიკატს. დებატებსა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის სამუშაო ენა არის ქართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.03.2021, 21:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუქ გვერდი
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ სალექციო კურსს
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ "...
ვრცლადტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში
2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...
ვრცლადმარინე შავლაყაძეს 200 ლარით დაუფინანსდა ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
ფარმაციის პროფგრამის ასოცირებულ პროფესორს მარინე შავლაყაძე...
ვრცლად