პროექტი - მეცნიერება კაპიტანია 04.04.2021

პროექტი - მეცნიერება კაპიტანია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი 2020" მარი სკლადოვსკა-კიურის კონკურსში "ევროპელ მკვლევართა ღამე" გამარჯვებულ პროექტს "მეცნიერება კაპიტანია". პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერთა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

აღნიშნული საგრანტო პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი: www.captain2020.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში არსებული წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და მათ მიერ განხორციელებული კვლევების შესახებ, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა ვიდეოლექციები, მეცნიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკურსების შედეგები, კონფერენციის მასალები, ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გახსნილი ევროკავშირის სივრცეების შესახებ, აგრეთვე, სახალისო სამეცნიერო თამაშები და ა.შ.

საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისა და მეცნიერების პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებისა და შემდგომი დახვეწის მიზნით, გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე (www.captain2020.ge) განთავსებულ ინფორმაციას და შეავსოთ ონლაინ კითხვარი.

მსგავსი სიახლეები

Erasmus+ ფარგლებში თჰუს 2 სტუდენტი პიტესტის უნივერსიტეტში ისწავლის 03.06.2021

Erasmus+ ფარგლებში თჰუს 2 სტუდენტი პიტესტის უნივერსიტეტში ისწავლის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Erasmus+ პროგრ...

ვრცლად
 საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე 08.07.2019

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

2019 წლის 6 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა საბაკალავრო ნაშრომების...

ვრცლად