სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში 21.04.2021

სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში

2021 წლის 20 აპრილს სამართლის  ფაკულეტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა პროფესორ-მასწავლებელთათვის. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა ლია ჭიღლაშვილმა  ისაუბრა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე.

უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 19 აპრილის  ბრძანებასთან დაკავშირებით,- დისტანციურ სწავლების დროებითი ღონისძიების დამტკიცების შესახებ, განმარტებები გააკეთა იურიდიული სამსახურის უფროსმა, აფილირებულმა ასისტენტმა ნიკა დუდაშვილმა. სასწავლო კურსების განმახორციელებელ პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შემდეგი დავალებები:

ა) სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული საკონტაქტო საათების ორგანიზება, სასწავლო ცხრილისა და განრიგის მიხედვით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტთა დისტანცურ სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვისათვის შესაბამისი ალტერნატიული სწავლებისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა სასწავლო კურსების სილაბუსებში,  სტუდენტთა ინფორმირება;

გ) საჭიროებიდან გამომდინარე, პროფესორ-მასწავლებელთა მიერ  სტუდენტთა ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გამართვა;

დ) სასწავლო ცხრილით გათვალისწინებული ყოველი საკონტაქტო საათის მიმდინარეობისას (სტუდენტთა დაუსწრებლობის შემთხვევაშიც) ლექციის ჩაწერა ან პრეზენტაციის სტუდენტთათვის (სასწავლო პროცესის კოორდინატორების მიერ გადმოცემულ) მეილებზე დაგზავნა;

ე) სილაბუსით გათვალისწინებული წესით, სტუდენტთა შეფასებების განხორციელება და დაწესებულ ვადაში ელექტრონულ ბაზაში მათი განთავსება.

სამუშაო შეხვედრაზე, ზემოაღნიშნულ საკითხსა და სასწავლო პროცესთან მიმართებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უნივერსიტეტის პროფესორებმა არჩილ ლორიამ, მანანა ხვედელიძემ, თამარ ჩიტოშვილმა, ლელა ნადიბაიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა ლეილა არხოშაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან 18.06.2018

სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან

2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...

ვრცლად
ღია კონკურსის შედეგები 14.01.2023

ღია კონკურსის შედეგები

ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამო...

ვრცლად