
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მონაწილე მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
ამ მიზნით, მხარეები:
- გააღრმავებენ თანამშრომლობას;
- წაახალისებენ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას;
- გაცვლიან სამეცნიერო კადრებს.
- ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების, ასევე სასწავლო თვალსაჩინოებების გაცვლას ყველა საგანმანათლებლო დონეზე.
- მხარები თავიანთ მიერ გამოცხადებულ მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში ჩართავენ ერთმანეთს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მკვლევრების, მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტების ვიზიტებს, სასწავლო მივლინებებსა და კონსულტაციებს, კვლევითი პროგრამებისა და პროექტების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას და, შესაბამისად, მათი შედეგების ურთიერთ გაცვლას, ერთობლივი კურსების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას, სამეცნიერო ხასიათის აუდიო-ვიზუალური მასალების გაცვლას, სამეცნიერო გამოფენებისა და ჩვენებების ორგანიზებას, სამეცნიერო ლიტერატურის ინფორმაციის გაცვლასა სა სხვა აქტივობებს.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!
ვრცლადსამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები
გაცნობებთ, რომ 11 მაისს 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენც...
ვრცლად2021 წლის 16-17 მაისს თჰუში ჩატარდა ასოც. პროფესორის იმედა რუბაშვილის სემინარი
2021 წლის 16-17 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოც. პროფესორმა იმედა რუბაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „ანალიზ...
ვრცლად