საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია? 11.06.2021

საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?

2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?“ ლექციას უძღვებოდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ლიანა ყანჩაველი. ლექცია ჩატარდა „ონლაინ“ რეჟიმში, რუსულ ენაზე.

ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც შეეხებოდა ლოგისტიკის ტერმინის ეტიმოლოგიას, ისტორიული ევოლუციის ეტაპებს, ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და შესწავლის ობიექტებს. სამხედრო და კომერციულ ლოგისტიკას; მატერიალურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ფუნქციებსა და ოპერაციებს, ლოგისტიკრ სისტემებს, სატრანსპორტო ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებს, ლოგისტიკის მიზნებს, ამოცანებს და ძირითად კონცეფციას. უნდა აღინიშნოს ინფორმაციული ლოგისტიკის მნიშვნელობაც, რადგან ავტომატიზაციის, ინფორმაციული და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ნეოლოგისტიკური პერიოდი და მიღწევები ამ სფეროში: ფოსტა და უზარმაზარი საწყობები, გიგანტური ლოგისტიკური ცენტრები.

საინტერესო იყო ლექციის ნაწილი, დაკავშირებული ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობის ხარისხთან, ე.წ LPI (Logistics Performance Index) საერთაშორისო დონეზე და საქართველოს პოტენციალის და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად.

საერთაშორისო, ინტეგრირებული ლოგისტიკის, მაკროლოგისტიკური სისტემის სფეროების მრავალფეროვნება და მასშტაბები ძალზედ შთამბეჭდავია, დასაქმების სფეროების თვალსაზრისით, რაც ლექციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალებით, რომელიც თვალსაჩინოდ და ძალზედ საინტერესოდ ასახავდა პროფესია- ლოგისტის ხიბლსა და სამომავლო ამბიციებს.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება 19.12.2019

ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება

2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“  ორ...

ვრცლად
სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 06.09.2019

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად