სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 27.06.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი“

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 

სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. 
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 05.04.2019

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

2019 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში...

ვრცლად
DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote 15.03.2021

DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote

DAAD-ის ორგანიზებით 24 მარტს 12:00-15:00 სთ, 18:00-21:00 სთ (თბილისის დროით) გა...

ვრცლად