
თჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრას გაუძღვება სამართლის დოქტორი, პროფესორი, ზვიად გაბისონია.
შეხვედრაზე განხილული საკითხები აკადემიურ პერსონალს დაეხმარება კვლევის სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების აღქმასა და გაანალიზებაში.
სემინარი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში: როგორც ადგილზე (ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N31) დასწრებით, ასევე Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია, თემაზე: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება
2019 წლის 7 მაისს, 14:00 საათზე თბილისის ჰუმან...
ვრცლად