საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე 29.07.2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

2021 წლის 14-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ონლაინ რეჟიმში შედგა  საბაკალავრო ნაშრომების  დაცვა. 

სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმოადგინეს საჯარო, სისხლისა და კერძო სამართლის მიმართულებებით. კომისიის წევრების მიერ შესაბამისი წესის თანახმად შეფასდა ყველა ნაშრომის შესრულების ხარისხი.

დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ლია ჭიღლაშვილმა და სამართლის ფაკულტეტის კომისიის წევრებმა,  პროფესორებმა - არჩილ ლორიამ, ლელა ნადიბაიძემ, ლალი ფაფიაშვილმა და ამავე ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა ნიკა დუდაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და სამართლის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება. 

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება! 26.10.2019

პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!

2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პირველკურსელთა მ...

ვრცლად
თჰუ საახალწლო ღონისძიება 2020 15.01.2020

თჰუ საახალწლო ღონისძიება 2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა...

ვრცლად