
2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 18 დეკემბერს იმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები.
მათ შორის, ადმინისტრაციული სამართლაწარმოების დროს დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის თავისურებები.
ფორუმში სპიკერებად მოწვეულნი არიან: თბილისიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ხატია არდაზაიშვილი და საქართველოს უზენესი სასამართლოს მოსამართლე - თამარ ოქროპირიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით. ღონისძიების ნაწილი წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და იმსჯელონ ადმინისტრაციული სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ.
ღონისძიებაზე მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ: https://forms.gle/nsAbVAxhkz7iGQYB8
ღონისძიება გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გაცნობებთ რომ 14 ოქტომბ...
ვრცლადსაჯარო ლექცია: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება
2019 წლის 07 მაისს 14:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენ...
ვრცლადგენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული
ყოველი წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული...
ვრცლად