შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ბიზნესის ადმინისტრირების რუსულენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
1. ასისტენტ პროფესორის - აკადემიურ თანამდებობაზე ეკონომიკის მიმართულებით ერთი საშტატო ერთეული.
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
2.1. 3 წლის ვადით ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:
ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:
ბ.ა) აქვს პროფესიული გამოცდილების 3 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და
ბ.ბ) გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
2.2. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.
2.3. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.
4. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:
4.1ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.
5. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა
5.1. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
5.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
5.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
5.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
5.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:
6. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 ც. ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე); (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 )
დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით; (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
თ) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად).
ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
8. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
9. ღია კონკურსი ცხადდება 2022 წლის 20 მაისიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 27 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
11. საკონკურსო კომისიის სხდომა ჩატარდება 2022 წლის 29 ივნისს 12 საათზე.
12. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
ელექტრონული ფოსტა: tea.thsu22@gmail.com
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო კვლევის დაფინანსება - საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს დაუფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდ...
ვრცლადპირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე....
ვრცლად