
თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);
2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;
3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;
4. ჰუმანიტარული მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;
1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 01 ივნისიდან 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge
2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საპროექტო წინადადება;
გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;
დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა)
2022 წლის 24 იანვარს მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ხარკოვის, იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტე...
ვრცლადკომუნიკაციის გამოწვევები - სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის
2023 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კომუნიკაციის გამოწვევები - სად არის ზღვარი
ვრცლად