არ გამოტოვო, ჩაერთე საერთაშორისო სამართლის სკოლის პროექტში!
საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია (GYRA) და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISR), თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (THU) მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო სამართლის ქართულენოვანი სკოლისთვის.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საერთაშორისო სამართლის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მედიისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
საერთაშორისო სამართლის სკოლა მოიცავს ექვსი მოდულისგან შემდგარ კურსს, პროექტის ფარგლებში მოწვეული ტრენერების მიერ განხილული იქნება:
- შესავალი საერთაშორისო სამართალში;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სამართალწარმოება;
- ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი;
- თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართალში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ანალიზი;
- 2014 წლის ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის შეიარაღებული კონფლიქტი;
- საქართველოს ნატოში გაწევრიანების საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივები.
- საერთაშორისო სამართლის სკოლას გაუძღვებიან:
გიორგი ჩაჩხიანი - სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი/ საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი;
გვანცა დოლბაია - საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის მოწვეული ტრენერი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
ელიზაბეტ კაკაბაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველო.
სად და როდის ჩატარდება?
საერთაშორისო სამართლის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 24-25 დეკემბერს თბილისში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კამპუსში.
შერჩეული მონაწილეებისთვის პროექტში მონაწილეობის ხარჯები, გარდა ტრანსპორტირებისა და განთავსებისა, დაფარულია ორგანიზაციის მიერ.
ყველა წარმატებული მონაწილე მიიღებს შესაბამის ინგლისურენოვან სერტიფიკატს.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 20 დეკემბრისა -
https://forms.gle/USA4Lw2gBai9biLaA
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: info.institute.strategic.research@gmail.com
საერთაშორისო სამართლის ქართულენოვანი სკოლა წარმოადგენს ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროექტის Spring School on International Law ქართულ ანალოგს, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა წარმატებით ახორციელებს მსოფლიოს 6 კონტინენტსა და 50 ქვეყანაში.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს
საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-9 (ივლისის) ნომრისთვის. ჟ...
ვრცლადგამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "7 დან 12 წლამდე პოსტკოვიდურ პაციენტებში ნერწყვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების და მათი პირის ღ...
ვრცლად