არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!  სტუდენტთა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია 16.01.2023

არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა! სტუდენტთა საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 22-23 აპრილ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, სტუდენტთა საერთაშორისო პირველ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს.
         კონფერენცია დისტანციურ ფორმატში, ინგლისურ ენაზე წარიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, აკადემიის მეცნიერები, განმანათლებლები და მკვლევარები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
     ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც სურთ კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომების წარმოდგენა, 2023 წლის 19 თებერვლამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები (მაქსიმუმ 350 სიტყვა) მითითებულ ბმულზე
 
https://forms.gle/gYpHzgKX6oMdZXTR8

ხოლო, იმ სტუდენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაესწრონ კონფერენციას, ნაშრომების წარმოდგენის გარეშე, შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/iwXUtukdprwCZRYPA

მეცნიერებსა და განმანათლებლებს კი შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შეთავაზებები, როგორც კონფერენციის საპატიო მომხსენებლებმა, შესაბამისად მათ შეუძლიათ გამოაგზავნონ აბსტრაქტები, ინგლისურენოვან CV-სთან ერთად, შემდეგ ელ-ფოსტაზე info.institute.strategic.research@gmail.com  სათაურში “Conference – Keynote Speech” მითითებით.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზეhttps://bit.ly/3kf3mSC

 

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება 15.04.2019

საჯარო ლექცია: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება

2019 წლის 07 მაისს 14:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 21.04.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური&...

ვრცლად