
პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე! არ გამოტოვოთ...
პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე!
არ გამოტოვოთ...
2023 წლის 26 მაისს რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კონფენერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრად პიტესტის უნივერსიტეტის მიერ დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად შეირჩა თჰუ-ს საერთაშორისო სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.
პიტესტის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტსა და თჰუ-ს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო და საორგანიზაციო საკითხების ხელშეწყობას.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლ...
ვრცლადსასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში
სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმ...
ვრცლადთჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...
ვრცლად