ისწავლე იტალიაში,  Erasmus + გაცვლითი პროგრამა 29.08.2023

ისწავლე იტალიაში, Erasmus + გაცვლითი პროგრამა

სტუდენტთა საყურადღებოდ !

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ინსუბრიას  უნივერსიტეტში (იტალია ) სწავლის მსურველთათვის.

 

კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. იტალიაში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ. სწავლება წარიმართება იტალიურ ენაზე. აუცილებელია იტალიური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა, მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

 

რეგისტრაციისათვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge, 20 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.

დაწვრილებითი ინფორმაციას, მიმღები უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით მითითებულ ბმულზე    https: www.uninsubria.it

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 30.12.2016

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო სტუდენტებო!  გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ვრცლად
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები 09.04.2021

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები

გაცნობებთ, რომ 11 მაისს 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენც...

ვრცლად
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა 01.12.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფ...

ვრცლად