
მიიღე მონაწილეობა, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესიაზე, პარტნიორ უნივერსიტეტში!
2024 წლის 26 აპრილს პიტესტის უნივერსიტეტის, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება მორიგი, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია.
სესიის სამეცნიერო კომისიის წევრად, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან წარდგენილია სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო სესიის საორგანიზაციო საქმიანობაში ჩაერთვება თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება სხვადასხვა დარგის მიმართულებით. სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა პიტესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...
ვრცლადთჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი...
ვრცლად