მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 05.04.2024

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

საუკეთესო შეთავაზება თჰუ-ს სტუდენეტებს!
მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე (საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge)

2024 წლის 7 აპრილს  სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi“ გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება სტუდენტებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს (როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიანს).

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, ასევე, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (DAAD, ფრანგული ინსტიტუტი, ამერიკის საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, AIESEC, ESN და ა.შ.) წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1YsOGcFTrSEgQP16DDdDgMSDgXr11xN_UCRya4mf8yNU/edit#responses

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

ჩატარების თარიღი და დრო: 2024 წლის 7 აპრილი; 12:00-დან 17:00-საათამდე

ჩატარების ადგილი: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi (მისამათი:26 მაისის მოედანი #1; სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს).

Facebook ღონისძიება შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/1095622131653863?active_tab=about

 

მსგავსი სიახლეები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თჰუში! 18.06.2018

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თჰუში!

2017 წლის 23 დეკემბერს თბილისის სასწავლო ჰუმან...

ვრცლად
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრანტო პროგრამას 01.03.2021

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრანტო პროგრამას

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრან...

ვრცლად
ტრენინგი - როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის 15.07.2021

ტრენინგი - როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის

2021 წლის 13 ივნისს,  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა ირინე არჯევანიძემ და  ასოცირებულმა პრ...

ვრცლად