ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ამაღლებას; სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და პრინციპების დანერგვას; უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას, სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციას; თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და ანალიზს; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობას; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.