სამსახურის შესახებ

სამსახურის მიზანია სასწავლო პროცესების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა.

 

სამსახურის ამოცანებია:

 

1. სასწავლო პროცესის მართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

2. სტუდენტთა მიერ ძირითადი და დამატებითი სპეციალობების არჩევის პროცესის კოორდინაცია და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

3. სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

4. ფაკულტეტების სასწავლო საქმიანობის კოორდინაცია, ამ სფეროში სათანადო ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი;

6. ავტორიზაციის აკრედიტაციის გავლისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო სამუშაოების ჩატარება;

7. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა დებულებებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა;

8. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით რექტორის მიერ მიღებული ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

9. ფაკულტეტის მიერ აუდიტორიების შეთანხმებული და დადგენილი წესით გამოყენების პროცესის კოორდინაცია.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ნანა ბიჩენოვი.

nanabichenovi86@gmail.com