საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა
ინგლისურენოვან პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის მსურველი აბიტურიენტების მიღება ხდება შემდეგი პროცედურების გავლით:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აპლიკაციის ფორმა
• აპლიკანტის ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი აკადემიური ჩანაწერის ასლები და მისი დანართი (ნიშნების ოფიციალური ჩანაწერი)
• პასპორტის ასლი
შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) ქართულენოვან, ინგლისურენოვან, რუსულენოვან პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტი/სტუდენტი (შემდგომში - აპლიკანტი) უნდა აკმაყოფილებდეს “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდებისგავლისგარეშესწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისმიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების და შესაბამისი პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს. პროგრამაზე დაშვებისათვის აპლიკანტიუნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქართული, ინგლისური, რუსულიენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებულისერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore და სხვ.);
ბ) ქართულ/ინგლისურ/რუსულ ენაზე მიღებული განათლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატიდასხვა),ასევესაქართველოსმოქალაქემ,რომელმაცინგლისურ/რუსულენაზე უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი განათლება, ან მისი ეკვივალენტური განათლებადარომელიცსრულიზოგადიგანათლებისბოლო 2 წელს სწავლობდა უცხო ქვეყანაში, უნდაწარმოადგინოსშესაბამისი დოკუმენტი (მაგ.:ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა);
გ) ქართული, ინგლისური, რუსული ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა.
აღსანიშნავია რომ THU-ში ჩარიცხვის თანხმობის წერილის მიღება არ ნიშნავს გარანტირებულ ადგილს პროგრამაში. ამისათვის საჭიროა მოხდეს აპლიკანტის დოკუმენტების გადამოწმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და აპლიკანტმა გადაიხადოს სწავლის საფასური. ამის შემდეგ THU მომავალ სტუდენტს გაუგზავნის ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს.
სწავლის მსურველმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).
ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დადასტურდეს ნოტარიულად. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად.
ვიზა და ბინადრობის ნებართვა
საქართველოში ჩამოსვლამდე აუცილებელია სტუდენტმა მიიღოს D3 კატეგორიის ვიზა, რისთვისაც საჭიროა მიმართოს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებას.
96 ქვეყნის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან ეწვიონ საქართველოს 1 წლიანი ვადით. (ევროკავშირის წევრი, არაბეთის გაერთიანეული საამიროები, საუდის არაბეთი, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები) დამატებითი ინფორმაციისათვის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ:
https://www.geoconsul.gov.ge/ka
მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
• განაცხადის შევსებული ფორმა;
• პასპორტის ასლი;
• საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
• საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერთიფიკატი.
• კანონიერი შემოსავლის ან საბანკო რეკვიზიტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სურათი ზომით 3x4.
• მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;
საერთო საცხოვრებელი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების კონსულტაციას საერთო საცხოვრებლის პოვნის მიზნით ჰოსტელებთან და საერთო საცხოვრებლებთან.
სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.