სამეცნიერო კონფერენცია სამართალში! 18.03.2018

სამეცნიერო კონფერენცია სამართალში!

"სამეცნიერო კონფერენცია სამართალში"

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური. კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება ბეჭდური სახით. კონფერენციაზე წარმოსაგენი ნაშრომი უდნა ეხებოდეს სამართლის აქტუალურ საკითხებს; კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი თჰუ სამართლის ფაკულტეტის საპროფესოროში უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 1 მაისამდე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდე A4 ფორმატის 10 გვერდს. რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული ვარიანტი Microsoft Word-ის ფორმატში (რომელშიც მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია); შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.

 

კორფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომების სამ ავტორს სპეციალური პრიზები, რომელსაც გამოავლენს შესაბამისი კომისია;

 

კონფერენცია ჩატარდება: 2018 წლის 15 მაისს 15 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.

მისამართი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N31

მსგავსი განცხადებები

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება) 19.09.2024

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....

ვრცლად
ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის! 15.08.2024

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!

 „სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“   „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...

ვრცლად