აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში
თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თემის ელჩების“ - ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი: „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“.
პროექტი მოიცავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოს სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართ. და ინგლ.) სერტიფიკატს. დებატებსა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის სამუშაო ენა არის ქართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.03.2021, 21:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუქ გვერდი
მსგავსი განცხადებები
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....
ვრცლადორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!
„სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“ „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...
ვრცლად