იუნესკო-იაპონიის პრიზი განათლება მდგრადი განვითარებისთვის 16.03.2021

იუნესკო-იაპონიის პრიზი განათლება მდგრადი განვითარებისთვის

გამოცხადდა იუნესკო - იაპონიის 2021 წლის საპრიზო კონკურსი: განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD), რომელიც ითვალისწინებს 50 000 აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს.

პრიზის მისაღებად შეირჩევიან იუნესკოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე წარდგენილი ნომინანტები.

საპრიზო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: 

https://en.unesco.org/prize-esd

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ პრიზზე წარსადგენი ნომინაციების ელექტრონული ვერსიები Word-ის დოკუმენტის ფორმატში 2021 წლის 23 აპრილამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: alukava@mes.gov.ge

მსგავსი განცხადებები

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება) 19.09.2024

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....

ვრცლად
ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის! 15.08.2024

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!

 „სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“   „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...

ვრცლად