
პირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე.
სწავლის დაწყების თარიღია 20 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - (ატესტატის) დედანი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟებისათვის);
ე) მთლიანი სწავლის საფასურის მეოთხედის (25%) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი GE14BG0000000121317100);
აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 - მდე.
მსგავსი განცხადებები
სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2025 წლის 4 ივნისს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო ს...
ვრცლად