
შეხვედრა სტუდენტებთან!
2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: ,,სტუდენტთა კარიერული გზა“.
სტუდენტებს სამოქმედო გეგმისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ ესაუბრნენ თჰუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხიაშვილი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებას ზემოაღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ, რაც უპირველესად გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მოტივაციის ამაღლებას კარიერული ხედვის ფორმირებაში, მათთვის შესაბამის ხელშეწყობას ოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებიც.
დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატში, შეხვედრის მონაწილეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დაისახა გზები სამოქმედო გეგმის წარმატებით მისაღწევად.
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პირველკურსელთა მ...
ვრცლადმემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
2022 წლის 01 დეკემბრს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხოლო 2023 წლის 30 იანვარს - ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერ...
ვრცლადთჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან
ვრცლად